წარმოუდგენელია რაზე არის საუბარი, რა ალიანსებში გაერთიანებაზე, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა - ლანა გალდავა

ლანა გალდავა

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა აცხადებს, რომ ოპოზიციურ ალიანსში შესვლას არ განიხილავენ, რადგან საკუთარი დღის წესრიგი აქვთ.

"ლელო" შეიქმნა იმ მიზნით, რომ ამ ქვეყანაში დასრულებულიყო ორპოლუსიანობა და ძლივს მივიღეთ მოცემულობა, როდესაც არის "ქართული ოცნება" ცალკე, "ნაციონალური მოძრაობა" ცალკე. საერთოდ, წარმოუდგენელია რაზე არის საუბარი, რა ალიანსებში გაერთიანებაზე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით," - განაცხადა ლანა გალდავამ.

ცნობისთვის, ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. პარტია ახლების ნაწილი ფიქრობს, რომ "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის" ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ, ნაწილი კი ამ მოსაზრების წინააღმდეგია.