21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
იმისათვის რომ ჩვენმა მოქალაქემ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, აუცილებელია ერთი დღით მაინც დაბრუნდეს თავის სამშობლოში და ადგილზე გაეცნოს, რეალურად რა ხდება ქვეყანაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.
დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.
„საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვიხელმძღვანელებთ ორი ძირითადი პრინციპით: ეს არის თანასწორობის პრინციპი და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება. იმისათვის რომ ჩვენმა მოქალაქემ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, აუცილებელია ერთი დღით მაინც დაბრუნდეს თავის სამშობლოში და ადგილზე გაეცნოს, რეალურად რა ხდება ქვეყანაში. რაც შეეხება თანასწორობის პრინციპს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ძალიან დიდი დიასპორაა წარმოდგენილი რუსეთში და ისინი ადგილზე ვერ სარგებლობენ ამ უფლებით, შესაბამისად აქაც არ უნდა დავივიწყოთ თანასწორობის უფლება“, - განაცხადა ფაღავამ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.