იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს

tt

 იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის პროექტებს: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, ისევე როგორც გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევაზე სახდელის ზომები მკაცრდება.