ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 41 ადამიანი დაიღუპა

დდ

 ვიეტნამში წყალდიდობას, სულ მცირე, 41 ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაკარგულად ითვლება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, სტიქიის გამომწვევი მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა, რომელიც ვიეტნამში, რამდენიმე დღეა, გრძელდება.

გამოცემის ცნობით, წყალდიდობამ 52 000-ზე მეტი სახლი დატბორა, ნახევარი მილიონი ოჯახი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებში ათიათასობით მცხოვრები ევაკუირებულია.

როგორც გამოცემა წერს, ყველაზე მეტად დაზარალდა სანაპირო ქალაქები ჰოი ანი და ნჰა ტრანგი.

ამასთან, ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში მეწყერმა საავტომობილო გზები და მაგისტრალები დააზიანა.