4 მარტს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1772564905
შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.
დეპუტატი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირებას გამოეხმაურა.
„არაფერს ისეთს არც „იმედი“ და არც POSTV-ი არ აკეთებდა, რასაც მაგალითად არ ამბობენ აშშ-ის მოქმედი მაღალჩინოსნები, ძალიან გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები, რასაც არ ამბობს ევროკომისიის უკანასკნელი კვლევა. აქ ადგილი გვქონდა უბრალოდ ხელების გადაგრეხის მცდელობასთან. შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“, - აღნიშნა ფაღავამ.