თორნიკე ჭეიშვილი: ვხედავთ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულის და სხვა ტიპის ორგანიზებული დანაშაულის მიმართ. ნარკოდანაშაულთან ბრძოლა არის საწინდარი იმისა, რომ მომავალი თაობები გადარჩნენ ამ სენს

თორნიკე ჭეიშვილი

ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულის და სხვა ტიპის ორგანიზებული დანაშაულის მიმართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა არის საწინდარი იმისა, რომ მომავალი თაობები გადარჩნენ ამ სენს.

„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავდა, რომ გარდა იმ ნაბიჯებისა, რასაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები დგამენ, ასევე მნიშვნელოვანია ის მხარე, რომელიც გულისხმობს შესაბამისი სამკურნალო პროგრამების, ჩანაცვლებითი თერაპიების პროგრამების სრულ პატრონაჟს სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც კერძო ოპერატორები ჩამოსცილდნენ ამ პროცესს და ეს არის ძალიან სერიოზული ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფო კომპლექსურად უყურებს ამ თემას და სამომავლოდაც გაგრძელდება ბრძოლა ამავე რეგისტრში“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.