მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
რადიკალები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ისინი არიან პოლიტიკურ აგონიაში და ამ აგონიაში მყოფები რეალურად უსუსური მიზეზებით ცდილობენ, რომ გაექცნენ დისკუსიას და შინაარსობრივ მსჯელობას, რადგან იციან, რომ არ აქვთ რეალური არგუმენტები, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ვარდენ მაჭავარიანის მიერ დებატებში არ მონაწილეობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არის მორიგი გადაგდებული ხავსი ბრიტანეთის მხრიდან რადიკალური დაჯგუფებებისადმი, რომ მათ როგორმე იმართლონ თავი საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.
„ეს არის მორიგი გადაგდებული ხავსი ბრიტანეთის მხრიდან რადიკალური დაჯგუფებებისადმი, რომ მათ როგორმე იმართლონ თავი საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, თუ რატომ გაურბიან საგნობრივ დისკუსიას“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
ოპოზიციონერმა ვარდენ მაჭავარიანმა, რომელიც სამი თვეა მმართველ გუნდს დებატებში იწვევს, „იმედის“ შეთავაზებაზე დებატებში მონაწილეობის შესახებ, უარი განაცხადა.