ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან ამოქმედდება სიახლე
1769977955
მათ აღარ ექნებათ იმის საშუალება, რომ მსგავსი თვალთმაქცური მექანიზმების გამოყენებით თავი დააღწიონ შესაბამისი ნორმების მოქმედებას და მათზე გავრცელებას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ესტონეთში რეგისტრაციის საკითხზე საუბრისას. მისივე განმარტებით, ამ კუთხით კანონმდებლობა მკაცრდება.
„როგორც ვხედავთ, ამ ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ისინი ცდილობენ, კიდევ ერთხელ აბსოლუტურად უსუსურად იმართლონ თავი. მათ მოიფიქრეს ეს მექანიზმი იმისათვის, რათა დაეფარათ საკუთარი მიზნები, საკუთარი ფინანსები - ვინ რაში უხდიდა მათ თანხებს, რომელიც ორიენტირებული იყო ქართული საზოგადოების პოლიტიკური ხედვის, პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებაზე. კანონმდებლობა მკაცრდება ამ თვალსაზრისით, მათ აღარ ექნებათ იმის საშუალება, რომ მსგავსი თვალთმაქცური მექანიზმების გამოყენებით თავი დააღწიონ შესაბამისი ნორმების მოქმედებას და მათზე გავრცელებას“, - აცხადებს ჭეიშვილი.
საქართველოში აკრედიტებული საელჩოები „იმედის“ მიერ გაგზავნილ წერილზე უკვე მესამე დღეა დუმან.
„ქრონიკამ“ ევროკავშირის წარმომადგენლობას, ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს შემდეგი კითხვით მიმართა:
„გაგიციათ თუ არა გრანტი თქვენ ან თქვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ფონდებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ესტონეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე“.