13 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1793359039
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება „ალდეს“ განცხადებას, რომელი კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გმობს.
ჭეიშვილი აღნიშნავს, რომ უხეში გარე ჩარევის მცდელობა აქამდეც არაერთხელ ყოფილა.
„ჩვენ აქამდეც გვინახავს არაერთი გამოვლინება იმისა, თუ როგორი ორკესტრირებული თავდასხმების მცდელობები ჰქონიათ მათ როგორც ქართულ მართლმსაჯულებაზე - შეიძლება, არაერთი მცდელობა გავიხსენოთ როგორც მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის, ისე ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. საბოლოო ჯამში, ამ ე.წ. პარტიების სახით, ჩვენ საქმე გვაქვს აგენტურულ წარმონაქმნებთან, რომლებიც პირდაპირ დირექტივებს ემორჩილებიან და მათი გარე პატრონებისგან“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.