"ისე ცუდად დაიწყო ეს წელი, არც კი ვიცი, როგორი გაგრძელება ექნება..." - ნუცა ცისკარიშვილი
1769108603
უნდა დავუბრუნდეთ ფორმატს, სადაც არგუმენტების გაცვლაა და საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება გაიაზროს ის, ვის რა მოსაზრებები აქვს, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, უნდა დასრულდეს არა არგუმენტირებული და შეურაცხმყოფელი საცირკო სანახაობების ფორმატი.
„ბოლო წლების განმავლობაში მივეჩვიეთ მონოლოგურ რეჟიმს. ძალიან რთულია, როდესაც ერთ აზრს მოისმენ, რაღაც საკითხთან დაკავშირებით და იქვე არ ხდება ოპონირება და სამი-ოთხი საათის შემდეგ განსხვავებულ აზრს მოისმენ და მერე შეიძლება გაგრძელდეს ამის შეჯერება ერთმანეთთან. კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთის პირისპირ სხედან და თავის არგუმენტებს ასაბუთებენ ან ერთმანეთის არგუმენტებს აბათილებენ. ეს არის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ელემენტი. ამიტომ ჩვენ ამ ფორმატს უნდა დავუბრუნდეთ და საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება გაიაზროს ის, ვის რა მოსაზრებები აქვს ან რა არგუმენტები აქვს ამის თაობაზე. ეს რა თქმა უნდა, უნდა წარიმართოს მართლაც ისეთ ვითარებაში, სადაც არგუმენტების გაცვლაა და ხან არგუმენტების გაბათილებაა ერთმანეთის მოსაზრებებზე. ხანდახან დათანხმებაც კი შესაძლებელი იქნება და არა ურთიერთ შეურაცხყოფის და საცირკო სანახაობების დადგმის ფორმატში“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.