-18 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება - 23 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით
1769110735
ესპანეთი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ არ იქნება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
პედრო სანჩესმა საბჭოს წევრობაზე უარის მთავარ მიზეზად მადრიდის მიერ საერთაშორისო სამართლისა და გაერო-სადმი ერთგულება დაასახელა.
„მრავალ ქვეყანასთან კონსულტაციებისა და რამდენიმე კვირის განმავლობაში საფუძვლიანი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, ევროპის საბჭოში ჩემს კოლეგებს ვაცნობო, ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას „მშვიდობის საბჭოში“. ვაფასებთ მოწვევას, მაგრამ უარს ვამბობთ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ ამ მოწვევაზე“, – განაცხადა სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართალს და აზიანებს აშშ-სა და ევროკავშირს შორის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, როგორც არასდროს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა წერილობით მსოფლიოს ათობით ლიდერს მიმართა, შეუერთდნენ ინიციატივას, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების მოგვარებას. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ ე.წ. მშვიდობის საბჭო გაერო-ს ალტერნატივად იქცეს.