„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება
1782339471
პოლიტიკური გარდაცვალების პირას მისული რადიკალები კომიკურ სიტუაციაში არიან, ბოლო წლებში ისეთი შეცდომები დაუშვეს და ნაბიჯები გადადგეს თუ პატრონებმა გადაადგმევინეს, აქამდე რომ მივიდოდნენ, ძნელი ამოსაცნობი არ იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღეს და ის მანდატები არ გამოიყენეს, რაც მიიღეს.
„თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს და ადგილობრივ პოლიტიკას რეგიონალური ორგანიზაციები მოწყვიტეს. რა დონის შეცდომები დაუშვეს, შემიძლია, უსასრულოდ გავაგრძელო. ახლა ერთმანეთს უთხრიან ძირს და ერთმანეთისკენ ხელს იშვერენ. არანაირი გეგმა არ აქვთ, ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდნენ, მაგრამ ეს გეგმა ვერც ექნებათ. უკან ვეღარ ბრუნდებიან, პოლიტიკა და ცხოვრება დაუნდობელია, როცა შეცდომების კასკადს უშვებ. დგება მომენტი, როცა უკან გამოხედვასაც აზრი არ აქვს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.