„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
საკონსტიტუციო სასამართლოს რომ მიმართავენ, ეს დამოკიდებულება, მიდგომა სწორია. კითხვა თუ გაუჩნდათ, რომ ესა თუ ის კანონი არაკონსტიტუციურია, ფანჯარა კი არ უნდა ჩაამტვრიონ და პოლიციის მანქანა ამოატრიალონ, სასამართლოში უნდა მივიდნენ და საგნობრივი დავა გამართონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს „ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ და პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.
„მზად ვართ, საგნობრივად ვედავოთ, რადგან, ამ შემთხვევაში, პარლამენტი იქნება მოპასუხე. საპასუხო ნაბიჯების მომზადებაში, ალბათ, მეც მივიღებ მონაწილეობას. დანარჩენი სასამართლოში გაირკვევა. ჩვენ მიდგომა არაკონსტიტუციურად რომ მიგვაჩნდეს, ასეთი ფორმით არ მივიღებდით, თუმცა პარლამენტს მიუღია კანონები, რომელიც არაკონსტიტუციურად ყოფილა ცნობილი, ამაში ტრაგიკული არაფერია. რაც შეეხება პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას, თავად კონსტიტუციაშია აღწერილი, რა ფორმით ხდება ეს. ანუ, სადავო არ არის, რომ პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაძლებელია. აქ საუბარია ყველა კონკრეტულ პირზე, რომელიც ახალი კანონით განისაზღვრა. პარტია კონკრეტული ადამიანების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა. პარტიამ რაიმე არაკონსტიტუციური თუ ჩაიდინა, ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი იმ ადამიანებმა და ხელმძღვანელებმა ჩაიდინეს. პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე დავა ვერ გაიმართება, დავა შეუძლიათ მეორე ნაწილზე, რომელიც პიროვნებებს შეეხება. ერთიც და მეორეც სასამართლოში იდება და წარმოებაში მიღების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება ამ პირობებში იქნება მისაღები“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.