1758568351
თენგიზ შარმანაშვილი მაკრონზე: აშშ-ის ელჩის უწყინარი განცხადებაც კი ვენის კონვენციის დარღვევად და საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნია, საფრანგეთის წინა ელჩი კი პირდაპირ ერეოდა ჩვენს საშინაო საქმეებში

უკვე მეორე დღეა, თბილისში პოლიტიკური შეფასებების საგანია ემანუელ მაკრონის განცხადება - საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკის ელჩს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
"ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ ქვეყნის საქმეებში ჩარევა მიუღებელია და ამბობენ იმასაც, რომ როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ამ თემაზე საუბრობს, არ უნდა დაავიწყდეს საქართველოში თავისი ქვეყნის ყოფილი ელჩის ქმედებები.
"საფრანგეთის პრეზიდენტის რეაქცია გასაგები იყო. ერთი შეხედვით თითქოს უწყინარი განცხადებაც კი ჩათვალა, რომ ვენის კონვენციის დარღვევა იყო და საშინაო საქმეებში ჩარევა. საფრანგეთის წინა ელჩი პირდაპირ ერეოდა საშინაო საქმეებში, აფინანსებდა, გამოყოფდა გრანტებს რადიკალური ჯგუფებისთვის საქართველოში, ხვდებოდა მათ, წაახალისებდა და წამახალისებელ განცხადებებს აკეთებდა. მასშტაბები ნახეთ. მთავარი არის ჩვენი განწყობა, რომ ჩვენ არ ვართ დაბალი ღობე", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.