იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1769634782
ეჭვი არ მეპარება, კაია კალასი კარგს არაფერს მოიფიქრებს. კაია კალასმა იმაზე იფიქროს, რატომ არ ეძახიან არსად, როცა ევროპის საკითხები განიხილება მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეებს განაგებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სხვა სახელმწიფოების ლიდერები ამბობენ, რომ კაია კალასია არაკომპეტენტურია და დაკავებულ თანამდებობას არ იმსახურებს, ამაზე უნდა იფიქროს.
„ჩვენ ჩვენს შიდა საქმეებს როგორმე მოვუვლით. სულ ასე არ გვემუქრებიან და ასეთ შანტაჟში არ ვართ? ხან გვეუბნებიან, რომ დაგვასანქცირებენ, ხან ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციებს აკისრებენ. ჩვენ გვითხრეს, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზალიბერალიზაცია არ იმოქმედებს. თან ისიც შეგვაპარეს, თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი არ გვაინტერესებს და უვიზო მიმოსვლა მათაც შეეხებაო. კაია კალასი ისევ შანტაჟზე რომ ილაპარაკებს, ჩვენთვის გასაკვირი არ არის“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ჩვენ აუცილებლად ველოდებით, რომ გადავდგამთ ნაბიჯებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს“.
ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. კერძოდ, კირცხალიას თქმით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ასევე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.