VIDEO: „ნუ გეშინია, ბიჭო“ - სუსი ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რის შედეგად დაკავებულია 21 ადამიანი
1769683186
რუსული ენერგოგიგანტი „ლუკოილი“ თავის უცხოურ აქტივებს ამერიკულ კომპანია Carlyle Group-ს მიჰყიდის, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება „ლუკოილის“ მმართველების მიერ ოფიციალურად უკვე მიღებულია. კომპანია ახლა აშშ-ის მთავრობის თანხმობას ელოდება.
რუსული „ლუკოილი“ ამერიკული სანქციების ქვეშ იმყოფება. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა კომპანიას 28 თებერვლამდე მისცა ვადა, რათა მან თავისი უცხოური აქტივები გაყიდოს, წერს Reuters-ი.
თუ გარიგება შედგება, ეს იქნება უცხოეთში „ლუკოილის“ ექსპანსიის დასასრული. „ლუკოილის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ამერიკულ Carlyle Group-თან შეთანხმებას მიაღწია და მას გადასცემს LUKOIL International GmbH-ს, რომელიც „ლუკოილის“ უცხოურ აქტივებს ფლობს.
Reuters-ის ინფორმაციით, საუბარია „ლუკოილის“ აქტივებზე ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ცენტრალურ აზიასა და მექსიკაში. გარდა ამისა, „ლუკოილი“ ფლობს ერაყში დასავლეთ კურნა 2-ის ნავთობის საბადოს და ბულგარეთსა და რუმინეთში ნაბთობგადამამუშავებელ ქარხნებს.