თენგიზ შარმანაშვილი ჰერჩინსკიზე: დიდი ხანია, დიპლომატიური ქცევის ეთიკას არღვევს - ის არის სიძულვილის ენის სპონსორი და რადიკალების მხარდამჭერი

თენგიზ შარმანაშვილი

 საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ დრომდე არ გამოხმაურებია ბრალდებებს რადიკალური აქტივისტების წახალისების შესახებ, - მმართველი გუნდი პაველ ჰერჩინსკისა და აქტივისტების შეხვედრებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ევროპელი დიპლომატი სიძულვილის ენისა და ძალადობის წახალისებას ცდილობს.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება პოლიტიკურ სექტორში. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკი გასცდა დიპლომატიურ ეთიკას და მხარე გახდა.

"სამწუხაროდ, დიპლომატები, ამ შემთხვევაში, ჰერჩინსკი, არის რადიკალების მხარე. ის არ არის გარე მხარე, რომელიც ერთ შემთხვევაში ხელისუფლების, მეორე შემთხვევაში კი, რადიკალების მოქმედებას შეაფასებ.

ის არის სპონსორი სიძულვილის ენისა და მათი მხარდამჭერი. ის დიპლომატიური ქცევის ეთიკას დიდი ხანია არღვევს", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.