1757870206
გიორგი ვოლსკი ელენე ხოშტარიაზე: თუ რაიმე დააკისრეს გადაიხდის, რუსეთიდან საკმაოდ სოლიდური, ძალიან შესამჩნევად დიდი თანხა ჩამოსდის

თუ რაიმე დააკისრეს გადაიხდის, რუსეთიდან ჩამოსდის საკმაოდ სოლიდური, ძალიან შესამჩნევად დიდი თანხა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, რითაც ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა.
„საერთოდ არ გამოვრიცხოთ კონსპირაცია. გავიხსენოთ, რომ ყველა ქვეყანა თავის ინტერესებისთვის მოქმედებს და რუსეთსაც არავითარი სურვილი არ აქვს, რომ საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს. რატომაც არ უნდა აწყობდეს ის დაძაბულობა, რომელიც ევროკავშირის სახელით მიმდინარეობს და რომელსაც სათავეში უდგას ადამიანი, ვისაც თვითონვე აფინანსებს. ამ თანხით გათამამებული, ფინანსურად წელში გამართული ელენე ხოშტარია ლამობს, რომ სათავეში ჩაუდგეს ექსტრემიზმს და ვერავინ გადაასწროს, ვერც ხაბეიშვილმა და ვერც გედი ფოფხაძემ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნივთის დაზიანების ბრალდებით ელენე ხოშტარია დააკავეს.