1794553553
თენგიზ შარმანაშვილი: ევროკავშირის ბიუროკრატიის თამაშს ათასობით უკრაინელი ეწირება
რას ამბობს კაია კალასი, თვითონ აიღებს თავის თავზე ყველაფერს? თავად მიაწვდის იარაღს უკრაინას, დააფინანსებს და ამერიკული იარაღი საჭირო არ არის? – ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირს წარმომადგენლები უნდა იყვნენ თვითონ, ანტონიუ კოშტა და ურსულა ფონ დერ ლაიენი.
როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ბიუროკრატიის თამაშს ათასობით უკრაინელი ეწირება.
„რუსეთის მხრიდან მოლაპარაკების ერთ-ერთი პირობაა, რომ ემბარგოები და შეზღუდვები შეწყდეს. ძირითადად, ეს შეზღუდვები დაწესებული აქვს ევროკავშირს. კაია კალასი ამბობს, ჩემ ნაცვლად შენ ნუ ილაპარაკებო. ფაქტია, უკრაინას უბიძგებდნენ, რუსეთისთვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასეთი სამხედრო წინააღმდეგობა გაეწია. ეს ხომ ამერიკული შეიარაღებით ხდება? ამ ნაწილში ევროპული შეიარაღების ნაწილი თითქმის მიზერულია. რას ამბობს კაია კალასი, თვითონ აიღებს თავის თავზე ყველაფერს? თავად მიაწვდის იარაღს უკრაინას, დააფინანსებს და გააკეთებს ყველაფერს და ამერიკული იარაღი საჭირო არ არის? ეს არის მათი დამოკიდებულება მშვიდობის და ადამიანების სიცოცხლის მიმართ, რაც სამწუხაროა. ევროკავშირის ბიუროკრატიის ამ თამაშს ათასობით უკრაინელი ეწირება“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.











