1771531835
თენგიზ შარმანაშვილი: დამერწმუნეთ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ შავი ფული - უცხოური, უკანონო ფული ქართულ პოლიტიკაშია არ აღმოჩნდეს
დამერწმუნეთ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ შავი ფული, ეს უცხოური, უკანონო ფული ქართულ პოლიტიკაშია არ აღმოჩნდეს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ უცხოური გრანტების შესახებ კანონზე საუბრისას.
მისივე თქმით, არასამთავრობოები და ევრობიუროკრატები თუ კიდევ მოიფიქრებენ, რაიმე ხვრელებს მიაგნებენ კანონმდებლობაში, რომელიც ქვეყანაში შავი ფულის შემოტანისთვის იქნება გამოყენებული, ამის იდენტიფიცირებაც მოხდება და ასეთ ხვრელებსაც ამოქოლავენ.
„ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, თუ თანხა შემოდის, რომელიც ხმარდება საქართველოში რომელიმე მოძრაობას, რომელიც ზეგავლენას ახდენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, ეს უნდა იყოს ღია და დეკლარირებული. ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ ყველამ, მთელმა საქართველომ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.











