ამინდი მკვეთრად იცვლება - განახლებული პროგნოზი
1747741125
არის ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ, ამას არ შესწრებიან. მათთვის საინტერესო უნდა იყოს და აუცილებელიც არის, რომ მოისმინონ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე და როგორ ეპყრობოდნენ თავისუფალ სიტყვას, - განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით.
„იქ, სადაც გაისმოდა თავისუფალი სიტყვა, სპეციალური დანიშნულების რაზმებიც კი შეიყვანეს. „იმედის“ მაგალითიც საკმარისია ამისათვის. ანტენებიც ჩამოართვეს, რომ არ ჰქონოდა მოსახლეობას ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალება არ ჰქონოდა. არის ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ, ამას არ შესწრებიან. მათთვის საინტერესო უნდა იყოს და აუცილებელიც არის, რომ მოისმინონ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე და როგორ ეპყრობოდნენ თავისუფალ სიტყვას“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.