რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
111 ახალი ვაგონი თბილისისათვის. წარდგენის ცერემონია ჩინეთში გაიმართა. ღონისძიებას კახა კალაძე პირადად დაესწრო.
თბილისის მეტროს 25 ახალი შემადგენლობა გადაეცა. 14 ოთხ ვაგონიანი და 11 ხუთ-ვაგონიანი მატარებელი. უმსხვილესი ჩინური სარკინიგზო გიგანტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბოლო პროექტი პორტუგალიის მეტროპოლიტენია.
კომპანიასთან თბილისის მერიამ თითქმის 150 მილიონ ევროიანი კონტრაქტი გააფორმა.
CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის, ლი დინგ ნანის განცხადებით, პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
"თბილისის მეტროს პროექტი სარტყლისა და გზის: მაღალხარისხოვანი განვითარებისთვის განხორციელებული ერთ-ერთი სიმბოლური პროექტია და ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.
ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ის კიდევ უფრო სრულყოფს ქალაქის სატრანსპორტო ქსელს, აამაღლებს საზოგადოებრივი მომსახურების დონეს და მოქალაქეებს გადაადგილებას გაუადვილებს.
პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის", - განაცხადა ლი დინგ ნანმა.