„თავის თავზე რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თუ აღიქვა არ ვიცი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი საბოლოო ჯამში გულისხმობს მთელ ოპოზიციას“ - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

„ის არ გულისხმობს ხოლმე მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას. თავის თავზე რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თუ აღიქვა არ ვიცი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი საბოლოო ჯამში გულისხმობს მთელ ოპოზიციას." - პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის სტატუს გამოეხმაურა.

პატიმარმა ექსპრეზიდენტმა "ფეისბუკზე" დაწერა, რომ პოლიტიკა არ კეთდება ნაყიდი ეთერებით, დაცვის თანხლებით მოსიარულე ლიდერებით და "მარიოტის" ოპოზიციით.

ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მთელ ოპოზიციას გულისხმობს.

"მიხეილ სააკაშვილი ვის გულისხმობს ხოლმე, მის სტატუსში ადვილად იკითხება. ის არ გულისხმობს ხოლმე მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას. თავის თავზე რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თუ აღიქვა, არ ვიცი, მაგრამ ის საბოლოო ჯამში გულისხმობს მთელ ოპოზიციას. რაც შეეხება ამ პრობლემას, ჩვენ უფრო მეტად სახალხო უნდა ვყოფილიყავით და უფრო ნაკლებად უნდა ვყოფილიყავით ასეთ პროცესებში, რაზეც საუბარი იყო ამ სტატიაში." - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.