„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
1767712740
მთავრობებს აშშ არ ცვლის, ის თავის მტრებს იშორებს, მთავრობა უნდა შეცვალოს ქართველმა ხალხმა, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ხალხის მხარდაჭერით გამაგრებული ქართული დემოკრატიული პარტიების გარეშე რეჟიმის ცვლილება ვერ მოხდება.
„ბაბლო, ნუ ღნავიხარ – თავად უნდა ამოარჩიო შენი მოსაწონი ოპოზიციური პარტია და გააძლიერო მხარდაჭერით. ამას დაგჩხავით წლებია. იპოვეთ თქვენი მოსაწონი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ენდობით და გააძლიერეთ.
ყველას (პირობითად) მე ვერ მოგეწონებით. მე იმ ხალხის ლიდერობა შემიძლია მხოლოდ, ვინც მე მენდობა (ვინც არ მენდობა, იმას ვერსად გავუძღვები). ვიღაცებმა ისინი მოიწონეთ, ვისიც ME MSHURS!
აქცია, სანქცია, ალტერნატივა.
ამერიკა მთავრობებს არ ცვლის. ამერიკა თავის მტრებს იშორებს.
მთავრობა უნდა შეცვალოს ქართველმა ხალხმა: ქართველმა ხალხმა უნდა შექმნას ქუჩაში ის წნეხი, რაც რეჟიმს გამოფიტავს; ქართველმა ხალხმა უნდა გააძლიეროს ის ლიდერები, ვინც საერთაშორისო სცენაზე მოკავშირეებს შემოიმტკიცებს; ქართველმა ხალხმა უნდა გააძლიეროს ის ალტერნატივა, რაც რეჟიმს შეცვლის!
ხალხის მხარდაჭერით გამაგრებული ქართული დემოკრატიული პარტიების გარეშე რეჟიმის ცვლილება ვერ მოხდება“, – წერს ჩერგოლეიშვილი.