სპორტის მინისტრი საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

ჯი

 სპორტის მინისტრი საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.

ქართველმა ფალავნებმა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და 35 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 14 ოქრო, 14 ვერცხლი და 7 ბრინჯაოა.

კონტინენტის პირველობაზე 15-წლამდელებმა ქულებით გუნდური პირველი ადგილი, ხოლო 17-წლამდელების ჯგუფმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.