კახეთში ქმარმა ცოლი მოკლა - დაკავებულია 74 წლის კაცი
1759334944
„საქართველო უპირველეს ყოვლისა არის ის ლოზუნგი, ის იდეა, რომლის გარშემოც ჩვენ ვართ გაერთიანებული. შესაბამისად, დღეს გუნდი არის ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს ყოფილა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა წამყვანის კითხვის პასუხად, თუ რა არის ის, რამაც „ქართულ ოცნებას“ ერთიანობა შეანარჩუნებინა და კრიზი გადაალახვინა.
სოზარ სუბარის თქმით, სწორი იდეა არის ამ შემთხვევაში მთავარი.
„და რა არის ეს სწორი იდეა. ეს არის ის, რომ ვემსახურებით საქართველოს და არა რომელიმე უცხო ქვეყნის ინტერესებს. ეს უცხო ქვეყნის ინტერესი ზოგჯერ შეიძლება სასარგებლო იყოს ქვეყნისთვის, ვინაიდან ჩვენი ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ზუსტად ერთ საათში, ერთ დღეში შეიძლება ეს ინტერესები რადიკალურად და კარდინალურად ასცდეს ერთმანეთს. მანდ იწყება უკვე ვის მხარეს დგას ესა თუ ის პოლიტიკოსი, პოლიტიკური ძალა თუ, ღმერთმა არ ქნას, ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი ძალა. ეს ჩვენ დავინახეთ 2008 წელს თუნდაც, როდესაც დავინახეთ, რომ მინიმუმ არაფერი გააკეთა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, რათა ომი აერიდებინა თავიდან. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ მათ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციებში პრაქტიკულად აღიარებულია, რომ თვითონ წამოიწყეს ომი. როგორიც არის, მაგალითად ევროსაბჭოს რეზოლუცია.
ეს რატომ ხდება, ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტები და ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს. ხალხი ამას კარგად ხედავს და ამიტომაც არის, რომ მხარდაჭერა აქვს იმ გუნდს, რომელიც დღეს ქვეყნის სათავეშია.
რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია ძალიან ბევრ ადამიანზე, არ შეიძლება, რომ ვიღაც არ გამოჩნდეს, ვინც ამ იდეებს უღალატებს. მით უმეტეს, როდესაც საუბარია 2012 წელზე. გამარჯვებული კოალიციური ძალა იყო ძალიან ეკლექტური, ძალიან მრავალფეროვანი და შესაძლოა ვიღაცას ბოლომდე არ ვიცნობდით, გაშიფრული არ იყო.
პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ერთად მოვიდნენ, სხვადასხვა ინტერესები ჰქონდათ. ასეთ დროს ღალატი, გზიდან გადახვევა ხდება, მაგრამ მთლიანობაში კურსი ნარჩუნდებოდა სწორი, ვინაიდან უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონდა გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს და ეს ავტორიტეტი აქვს დღემდე. აბსოლუტურად სწორი იყო იდეა, რომლის გარშემოც ჩვენ ვიყავით გაერთიანებული და რომელსაც ვეუბნებოდით ქართველ ხალხს. ეს იყო ქვეყნის განვითარება, სუვერენიტეტის შენარჩუნება და ეს იყო, რომ ვემსახუროთ საქართველოს ინტერესებს უპირველეს ყოვლისა. საქართველო უპირველეს ყოვლისა არის ის ლოზუნგი, ის იდეა, რომლის გარშემოც ჩვენ ვართ გაერთიანებული. შესაბამისად, დღეს გუნდი არის ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.