ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ბორჯომში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დააჯილდოვების ცერემონიალს დაესწრო

მამუკა გელაშვილი

“ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, გიორგი ქოჩიაშვილთან, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით ზაალიშვილთან, პროპორციული სიის პირველ ნომერთან, გიორგი ფერაძესთან, მერის მოადგილეთან გიორგი ტაბატაძესთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ხათუნა ხარაზიშვილთან და სასულიერო პირებთან ერთად ბორჯომში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დააჯილდოვების ცერემონიალს დაესწრო.

მერობის კანდიდატმა ქალაქის გამორჩეულ პედაგოგებს, დამსახურებული ჯილდოს მიღება მიულოცა. გელაშვილის განცხადებითვე, მათ არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდეს ჩვენს ქვეყანას და მათი ღვაწლი ფასდაუდებელია.