ეროვნული ბიბლიოთეკა სამძიმრის წერილს ავრცელებს

გლოვა

საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი თინათინ ლომჯარია გარდაიცვალა, - სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საბიბლიოთეკო საბჭოს წევრი, სტანდარტიზაციისა და კატალოგიზაციის საქმის ხელმძღვანელი, საქართველოს ყოფილი წიგნის პალატის ფონდების კატალოგიზაციის ხელმძღვანელი, ჟურნალისა და გაზეთის მატიანეების შემდგენელი და მთავარი რედაქტორი, საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი თინათინ ლომჯარია“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.