კახეთში ქმარმა ცოლი მოკლა - დაკავებულია 74 წლის კაცი
1759334944
ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ დგას საკითხი ასე, რამდენად დაინახავენ ჩვენი უცხოელი მტრებიც და მეგობრებიც, რომ მხარდაჭერა აქვს მშვიდობის შენარჩუნების კურსს. რამდენად აქვს მხარდაჭერა სუვერენიტეტის შენარჩუნების კურსს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური მობილიზება მოხდეს ყველა იმ ადამიანის ვისთვისაც საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არის მნიშვნელოვანი. მშვიდობის შენარჩუნება და თავისი შვილების მომავალი არის მნიშვნელოვანი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველი იყოს მაქსიმალურად მობილიზებული და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.
„თვითმმართველობის არჩევნებზე ყოველთვის ნაკლები ადამიანი მოდის ხოლმე თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, „ხალხის ძალასაც“ ამაში ვგულისხმობ ბუნებრივია, იქნება ძალიან აქტიური და ყველას აქვს გასიგრძეგანებული, რომ კიდევ ერთხელ დგას ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი და ყველანი მოვლენ არჩევნებზე. თუ ოპოზიცია არ მოვა თავის თავს დააბრალონ. ველოდები, რომ ოპოზიციის მხრიდან აქტიურობა იქნება ნაკლები. იმიტომ, რომ ის ძალებიც, რომლები მონაწილეობენ არჩევნებში, პირველ რიგში გახარიას და „ლელოს“ ვგულისხმობ, მათმა ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ არაფრის შანსი არ აქვთ, შეგუებული არიან წაგებას და ამიტომ მოტივაცია არის ნაკლები. ვინც ბოიკოტის რეჟიმშია არიან იმათზე რაღა უნდა ვთქვათ. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი უნდა მოვიდეს არჩევნებზე, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ოპოზიციას ჰყავს ძალიან გავლენიანი და ძლიერი პატრონები, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი ფულადი რესურსი. ამიტომ აუცილებელია, რომ ამ ძალას მკაფიო პასუხი გაეცეს საარჩევნო უბნებზე პოზიციის დაფიქსირებით.
„ერთი უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რამდენადაც სუსტი არის დღეს რადიკალური, მავნებლური ოპოზიცია იმდენად ძლიერები არიან მათი პატრონები. მათი მხარდამჭერები ქვეყნის გარედან. მათ აქვთ უზარმაზარი, ამოუწურავი ფულადი რესურსები, მათ აქვთ უზარმაზარი გავლენა მედიაში და სოციალურ ქსელებში და შესაბამისად მოსახლეობისთვის სიცრუის მიწოდების ამოუწურავი რესურსი და აქვთ ძალიან დიდი რესურსი, რომ დიპლომატიური ზეწოლები მოახდინონ ქვეყნებზე, რომლების პოლიტიკაც არ მოსწონთ. შეუძლიათ ჩარევები ქვეყნის არჩევნებში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.