ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის, რომელსაც დიფ სტეიტს ეძახიან, კონტროლის ზონიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით.
მანჯავიძემ ევროკავშირზე საუბრისას, გაერთიანებასთან დაკავშირებით, ბუკოვსკის ცნობილი სიტყვებიც გაიხსენა.
“ევროკავშირი როგორც დიდი სუპერგაერთიანება, რომელსაც, სხვათა შორის, ბუკოვსკიმ ახალი საბჭოთა კავშირი უწოდა და დაუყოვნებლივ ითხოვდა ამის დემონტაჟს, იმიტომ, რომ ეს მივა იქამდე, რომ კატასტროფას გამოიწვევსო და ასეც ხდება.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის, რომელსაც დიფ სტეიტს ეძახიან, კონტროლის ზონიდან. მაგალითად, იტალიაში მელონის გამარჯვების შემდეგ დარწმუნებული იყო ყველა, რომ ის რადიკალურ ცვლილებებს გაატარებდა, მაგრამ ჰოი, საოცრებავ და მელონიმ დაიწყო ზუსტად იმ რიტორიკით მეტყველება, რომლითაც მისი წინამორბედი მეტყველებდა.
ელიტებს შორის უთანხმოება იწვევს არეულობას, ამ წინააღმდეგობებმა უკვე ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ აუცილებლად იქნება ამის საპირწონე ძალა. ეს საპირწონე ძალები შექმენილია და ამის გამოძახილია ე.წ. პოპულისტების გაძლიერება”, - განაცხადა სოსო მანჯავიძემ.