ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
ნამდვილად კატასტროფა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე.
გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - რა შედეგებსაც AFD აჩვენებს, რისი სიმპტომია?
„ეს სიმპტომია კრიზისის, რომელიც არის გერმანულ პოლიტიკურ სისტემაში და რომელმაც თავისი თავი ამოწურა. მმართველი პარტიის მიმართ ნდობა ამოწურულია, რაც აჩვენა კიდეც ამ არჩევნებმა. ნამდვილად კატასტროფაა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის. მომავალ წელსაც იმართება არჩევნები, თუ არ ვცდები, 7 ფედერალურ მიწაზე და იქ უარესი შედეგები უნდა იყოს, რადგან ამ კრიზისის დროს შიდა ბრძოლა მიმდინარეობს მერცის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე - რამ გამოიწვია ეს კრიზისი? - მანჯავიძემ ასე უპასუხა:
„პირველ რიგში, ეს არის გერმანიაში მკვეთრად გამოხატული ეკონომიკური ვარდნა, რაც მთელმა რიგმა ფაქტორებმა გამოიწვია. გერმანია ევროკავშირის ეკონომიკური ხერხემალი იყო წლების განმავლობაში. მისი ექსპორტი უამრავ ქვეყანაში მიდიოდა. გერმანიის ეკონომიკა ეყრდნობოდა ევრაზიულ რესურსებთან წვდომასაც. ეს გერმანიის ეკონომიკას აძლევდა უდიდესი მოგების საშუალებას. ამავე დროს გერმანიას არ უწევდა სამხედრო ხარჯების გაწევა, რადგან ამერიკული ქოლგის ქვეშ იმყოფებოდა. ამის გარდა, გერმანული ეკონომიკის ტექნოლოგიური უპირატესობა აძლევდა ფართო საექსპორტო ბაზრების დაპყრობის საშუალებას. ეს ფაქტორები ერთი მეორის მიყოლებით