სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ფი

სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ჩხუბი მოხდა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა ოპოზიციური პარტიის „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატს სიტყვით გამოსვლისას მიკროფონი გაუთიშეს, მოტივად კი ის დასახელდა, რომ მისი გამოსვლა დღის წესრიგს არ ემთხვეოდა.

დეპუტატმა პარლამენტის სპიკერი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულა.

✕