ცნობილია, თბილისი-კახეთის ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა
1769764473
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონი მესხმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - მუნირ ქარალოღლუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა, მისი გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებსა და ამ კუთხით ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას. ასევე, ხაზი გაესვა პოლიციის ატაშეების განსაკუთრებულ როლს უწყებებს შორის პარტნიორობის განმტკიცების პროცესში.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება.
შეხვედრის დასასრულს, რონი მესხმა მუნირ ქარალოღლუს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.