რეზონანსული საქმის ოპერატიულად გახსნის გამო, შტატების საელჩო საქართველოს ძალოვან უწყებებს მადლობას უხდის

ნი

რეზონანსული საქმის ოპერატიულად გახსნის გამო, შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს ძალოვან უწყებებს მადლობას უხდის.

საელჩოს ინფორმაციით, ეს არის ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმეთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი.

"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამართალდამცავ სფეროში მრავალთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი. მადლობას ვუხდით გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გამოძიებასა და ამ ოპერაციაში", - აღნიშნულია განცხადებაში.