"შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები" - დავით ჩხეიძე

დავით ჩხეიძე

"მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები", - ამის შესახებ აქტივისტმა დავით ჩხეიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც ჩხეიძე წერს, საპროტესტო აქციების სიმბოლოდ ან რჩები, ან არა.

"მზია ამაღლობელმა რომ დაწეროს? მოიწონებენ? თუ მზია უკეთესია, ვიდრე საბა ჯიქია? მე ასე არ მიმაჩნია. სიმბოლოდ ან რჩები, ან არა", - წერს ლევან ჩხეიძე.

მმართველი გუნდი კი ოპონენტების კრიტიკას აფასებს და აღნიშნავენ, რომ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება ოპოზიციის ინტერესში არ შედის.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია და მათი აქტივისტები სამიზნეს ძალადობრივი აქციების დროს იმ დაკავებულებზე ასწორებენ, რომლებმაც შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს და საპატიმრო დატოვეს.