შალვა თადუმაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძემ და  საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, თენგიზ სისაურმა  ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ხელმძღვანელ დევიდ ქენედეისთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს თანამშრომლობის 
პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები.  კერძოდ, საუბარი შეეხო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ლაბორატორიის 
შესაძლებლობების გაზრდას და ლაბორატორიის თანამედროვე ტექნოლოგიებით  აღჭურვას, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და სპეციალიზებული  განგრძობადი განათლების მოდულის შექმნას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების 
შემცირების სააგენტოსთან (DTRA) მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს.

სააგენტოს მხარდაჭერით, წლების განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით, არაერთი პროექტი განხორციელდა.