ლევან ზაუტაშვილი ტყიბულის სტიქიაზე: მოსახლეობის პირველადი საჭიროება მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია, განსაკუთრებული ჩარევა ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან არ არის

ლევან ზაუტაშვილი

ტყიბულში მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ.

როგორც მედიასთან რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე მოსახლეობის პირველადი საჭიროება მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია.

„მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარი მიზანია, რომ გავაცნოთ უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონაში. მათი პირველადი საჭიროება მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია, განსაკუთრებული ჩარევა ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან არ არის. გავაგრძელებთ უკვე მათთან უფრო აქტიურ და მჭიდრო კომუნიკაციას“, - აღნიშნა ზაუტაშვილმა.