შალვა პაპუაშვილი: ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, სამწუხაროა, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში. ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, სამწუხაროა, რომ ჩვენ რაც ვიხილეთ არის ის, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ.

„საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ამაზე ვამბობდით, რომ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. მეორე მოთხოვნა იყო, რომ საქართველომ უარი თქვას მოთხოვნაზე, რომ უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული და ევროკავშირს სურს, რომ კვლავ ფარულად ხდებოდეს დაფინანსება საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ბრიუსელის მხრიდან.

ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, სამწუხაროა, რომ ჩვენ რაც ვიხილეთ არის ის, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი. როგორც იტყვიან სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.