"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების ისტორია.
დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები თურქმენეთში.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, კულტურის სექტორებში.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებს. აღინიშნა სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა გამოხატა თავისი კოლეგის, თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარის საქართველოში მასპინძლობისთვის მზაობა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მნიშვნელოვან გეოგრაფიულ მდებარეობაზე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის ხელშეწყობის კუთხით. საუბარი, ასევე, შეეხო პერსპექტიულ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს.
მხარეებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე მოვლენებზე. ხაზგასმით აღინიშნა გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაზე მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაეროს ფარგლებში. რაშიდ მერედოვმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თურქმენეთის მტკიცე მხარდაჭერა, ასევე, მადლიერება გამოხატა საქართველოს მხრიდან თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით მათიკაშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქმენეთში, კონსტანტინე საბიაშვილმა.