„მოსალოდნელია თოვლი, წვიმა-ელჭექით...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

ყამ

 19 ოქტომბერი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე  ნახევარში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისი+18, +23°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +12, +17°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +9, +14°, დღისით  +17, +22°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით  -1,+4°, დღისით +10, +15°.

20 ოქტომბერი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. 

უმეტეს რაიონში  წვიმა და ელჭექი, მაღალმთიან რაიონებში თოვლჭყაპი,  დღისით  ზოგან  ძლიერი.  დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ,  ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10,+15°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +7, +12°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  ღამით ზოგიერთ, დღის II ნახევრიდან უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მაღალმთაში თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +15, +20°, მაღალმთაში ღამით  +1, +6°, დღისით +6, +11°, ზოგან +15°-მდე.

21 ოქტომბერი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ  რაიონში

წვიმა და ელჭექი, მაღალმთაში ზოგან თოვლი,  ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით +8,+13°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +13, +18°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +7, +12°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და  ელჭექი,  მაღალმთაში ზოგან თოვლი,  ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +10,+15°, მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +3, +8°, ზოგან +12°-მდე.