,,წლის ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველება” - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1766950662
შარშან დეკემბერში იყო მცდელობა სახელმწიფოზე ძალადობისა, პარლამენტის დაწვისა პოლიციელების დაწვისა და პირდაპირ ეგზეკუციისა მოლოტოვის კოქტეილებით და ეს ყველაფერი ხდებოდა ევროკავშირის დროშით, ევროკავშირის სახელით და მათივე ეგიდით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ბრიუსელი მხარს უჭერს ადამიანს, რომელიც მოლოტოვის კოქტეილით წვავდა ცოცხალ ადამიანს.
„დღეს ბრიუსელი მხარს უჭერს ადამიანს, რომელიც მოლოტოვის კოქტეილით წვავდა ცოცხალ ადამიანს, მხარს უჭერს ადამიანს, რომელიც საკუთარ ცოლთან სხვების ინტიმური სცენების ჩაწერით იყო დაკავებული. ეს ადამიანია დღეს ევროპელი, მოლოტოვის კოქტეილის მსროლელია დღეს ევროპელი, ბავშვიან ქალა რომ მიუვარდება, შეურაცხყოფას აყენებს და სტრესში აგდებს ბავშვს, ეს არის დღეს ევროპელი. ევროპელი არის ყველა, ვინც კი ძალადობას სჩადის.
ან ჩვენ ქართველებს სხვანაირად გვესმის რა იყო ევროპა, ან ევროპა არის გადაქანებული ცივილიზაციურ უფსკრულში. ყველა ვხედავთ, რომ მეორე შემთხვევაა, რადგან ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ამას აშშ-ც ეუბნება, რომ ისინი არიან ცივილიზაციური უფსკრულის პირას მისული სწორედ იმიტომ, რომ დგანან მოძალადეების, დეზინფორმაციის და პროპაგანდის მხარეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.