შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება - პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეაფასა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროცესზე პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება და ის, რომ ის პრეტენზიები, რომელიც წაყენებული გვაქვს 5 პარტიის მიმართ, არის სრულად დასაბუთებული მათი ისტორიიდან გამომდინარეც და იმ პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ.

მეორე მხრივ, ვნახეთ პარტიების წარმომადგენლებისგან განცხადებები, რომლებმაც ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს. ერთადერთი ამდენი დღის განმავლობაში რასაც აკეთებდნენ, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ და „ქართულ ოცნებას“ რაღაცებში ბრალს გვდებდნენ. ტყუილად დახარჯეს თავისი და სასამართლოს დროც, იმიტომ რომ იქ განიხილება მათი საკითხი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბრის 12:00 საათზე გაგრძელდება.

✕