„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება
1782339471
ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა, არსებითად, არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ უპირისპირდება. ის პირდაპირ ეხება საქართველოს სახელმწიფოს მეორე ისტორიულ საყრდენს - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
„ანგარიშში ეკლესიის მოხსენიება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველ ღია თავდასხმას და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს. ამასთან, ეს საშიში პრეცედენტი, აჩენს განცდას, რომ ევროპარლამენტს, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც, პირველს მოასინჯინეს ნიადაგი მსგავსი თავდასხმებისთვის.
ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა, არსებითად, არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე. როდესაც ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მმართველი პოლიტიკური ძალები ასეთ დეზინფორმაციასა და პოლიტიკურ დივერსიას დუმილით ან მხარდაჭერით პასუხობენ, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ვერ შეძლებენ თავად ხელი დაიბანონ და პასუხისმგებლობა ყველასგან მოძულებულ ევროპარლამენტს გადააბრალონ. ამიტომ, ჩვენთვის პრინციპულია, რომ ევროკომისია თავშივე გაემიჯნოს ევროპარლამენტის მხრიდან ქართულ ეკლესიაზე ამგვარ უხეშ თავდასხმას“, - აღნიშნა მან.