ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
ჩვენ, როგორც მხარეს გვაქვს ჩვენი არგუმენტები და რა თქმა უნდა ამ არგუმენტების სიმყარეში დარწმუნებული ვართ. გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გარე ძალები ცდილობენ წარმოადგინონ, რომ პარტიის აკრძალვა თითქოს ქვეყნის დასასრულია.
"ეს სარჩელი გახლავთ წარდგენილი სამი პარტიის მიერ: „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალისა“ და "ევროპელი სოციალისტების“, ამიტომ ჩემი დღევანდელი პოზიციები უნდა იყოს აღქმული, როგორც ჩემი პოზიციები და არ მინდა, რომ ჩვენს წარმომადგენლებს შევუზღუდო ის სივრცე, რომელიც მათ სასამართლოში პოზიციების წარმოსადგენად აქვთ.
ეს არ უნდა იყოს გაგებული, როგორც მცდელობა სასამართლოს განხილვაში ჩარევისა. ჩვენ, როგორც მხარეს გვაქვს ჩვენი არგუმენტები და რა თქმა უნდა ჩვენი არგუმენტების სიმყარეში დარწმუნებული ვართ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს.
ეს არის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ და საზოგადოებას 14 წელია უგროვდება და მანამდე, 9 წელი უგროვდებოდა არგუმენტები დღევანდელი სარჩელის სასარგებლოდ.
პარტიების დაფუძნება, მასში მონაწილეობა თითოეული მოქალაქის უფლებაა და კონსტიტუციის 23-ე მუხლი სწორედ ამას ითვალისწინებს. თუმცა, ისევე როგორც ბევრი სხვა უფლება არც ეს უფლება არის აბსოლუტური. საქართველოს კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევას, როდესაც პარტია კონსტიტუციური წყობილების დამხობის, მისი ძალით შეცვლის და სხვა საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად.
ეს არ არის უნიკალური რამ საქართველოში, ყველა ევროპულ ქვეყანაში არის გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება ძირითად ფუძემდებლურ პრინციპებს დემოკრატიისა, მას არ აქვს უფლება უფლება ისარგებლოს დემოკრატიის უპირატესობებით. ამიტომ დღეს ზოგიერთი ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ პარტიის აკრძალვა იქნება დემოკრატიის დასასრული.
ჩვენ გვახსოვს, გარედან გვეუბნებოდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში არის უპრეცედენტო და არ შეიძლება. ვნახეთ, რომ სომხეთში ორი ყოფილი პრეზიდენტი არის დღეს პატიმრობაში და ხმა არავის ამოუღია. როდესაც არის საფუძველი, შეიძლება ციხეშიც იყოს ადამიანი და შეიძლება პარტიაც აიკრძალოს.
ისევე, როგორც ხმა არ ამოუღიათ, როდესაც უკრაინაში 18 პარტია გააუქმეს, როდესაც მოლდოვაში 6 პარტია გააუქმეს და სხვა ბევრი შემთხვევა, რომელიც სტრასბურგამდეც არის მისული," - აღნიშნა პაპუაშვილმა.