შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს სლოვაკ კოლეგას შეხვდება

 შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი ბრატისლავაში დღეს სლოვაკ კოლეგას რიხარდ რაშის შეხვდება. მსჯელობა მხარეებს შორის, ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობას შეეხება, რომელიც უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს. აუდიენციის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებაც გაკეთდება.