შალვა პაპუაშვილი ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართველი ენათმეცნიერის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის სახელით თანაუგრძნობს ნოდარ ნათაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრის, საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის წევრის, ენათმეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ბატონ ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო. ნოდარ ნათაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხოლო 1992-1995 წლებში - საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი. ის არის 1991 წლის 9 აპრილს მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი. ნოდარ ნათაძემ თავისი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომებით მნიშვნელოვნად გაამდიდრა საქართველოს აკადემიური საზოგადოება“,- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.