შალვა პაპუაშვილი: ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს

 შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს.

„არ ვიცი, ეს რა ჯგუფია, ვინც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე მედიის სრულად მხილებულ სიყალბეს ავრცელებს, თუმცა უთითებენ, რომ ნიდერლანდების მთავრობაა მათ შორის, ვინც მათ ფულს უხდის.

რა თქმა უნდა, ამ ჯგუფის მიერ სიყალბის გავრცელებაზე პასუხისმგებელია მისთვის ფულის გადამხდელიც.

ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.