ბრიჯიტ ბარდოს გარდაცვალების მიზეზი გაირკვა
1767882121
ყველაფერში მნიშვნელოვანია ბალანსი, ჰარმონია და სამწუხაროა ის გამრუდებული ლიბერალიზმის იდეა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ სხვადასხვა დაფინანსებებით სხვადასხვა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამყაროში დღეს მიდის გამოფხიზლება, რაც უზრუნველყო, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ში ადმინისტრაციის შეცვლამ და ახალი ადმინისტრაციის ახალმა პოლიტიკამ, რომელმაც სრულად ჩახსნა ფსევდო იდეოლოგიების დაფინანსება.
„არაფრის გაფეტიშება არ შეიძლება, მათ შორის, არც სიტყვის, რომელიც შეიძლება, იყოს კიდევ უფრო ძლიერი იარაღი, როგორც ნელი მოქმედების იარაღი ადამიანის წინააღმდეგ. ამის კარგი მაგალითია საქართველო. როდესაც ვხედავთ, რომ საცდელ ცხოველებად ვყავდით ლამის, როდესაც ჩვენთან ზიზღი, ბოღმა, სიტყვიერი თავდასხმა არათუ რაღაცნაირად დაშვებული იყო, არამედ ამის მიესალმებოდნენ. ეს დღემდე გრძელდება ზოგიერთი ევროპელი ელჩისგან, თუ ევროპელი დონორი ორგანიზაციისგან. ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც შუბლში ტყვიით ემუქრებოდნენ სხვებს, ფინანსდებოდნენ ბრიუსელის ბიუჯეტიდან. ჩვენ ვხედავდით, რომ ადამიანები, რომლებიც ბავშვიან დედას მიუვარდნენ და გამოლანძღეს. ეს ადამიანები არიან ჩახუტებული სხვადასხვა ევროპული საელჩოს და ელჩის მხრიდან ფინანსდებიან უხვად ბრიუსლიდან. ეს არის ზუსტად, რომ საცდელ ცხოველებად ვყავდით, როგორ დავჭამდით ერთმანეთს და, როგორ გადაეკიდებოდა ადამიანი ადამიანს. ამაზე მიუთითებს სწორედ პატრიარქი – ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს და, მათ შორის, იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყური დავუგდოთ არა ფსევდო იდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის დაფინანსებულ „ენჯეოებს“, არამედ ყური დავუგდოთ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია, ჩვენს ეკლესიასა და მის სიტყვას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამია, რომ სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ სვლას, პატიებას.