პარიზში ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე დოკუმენტი პრაქტიკულად მზადაა დონალდ ტრამპის მიერ დასამტკიცებლად - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

პარიზში ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი „პრაქტიკულად მზადაა“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დასამტკიცებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ თქვა, რომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვისგან 7 იანვარს პარიზში ამერიკულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ ანგარიში მიიღო.

„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გააგრძელოს ევროპული და ამერიკული გუნდების მუშაობის ინტეგრირება. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ, კერძოდ, რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური განვითარების დოკუმენტები. ასევე განვიხილეთ ომის დასრულების ძირითად ჩარჩოსთან დაკავშირებული რთული საკითხები და უკრაინულმა მხარემ წარმოადგინა ამ დოკუმენტის დასრულების შესაძლო ვარიანტები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.