შალვა პაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ქართული მხარე ადასტურებს, რომ მზად არის დაიწყო ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან.

„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაეროში ყოფნის დროს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევით დასწრებოდა მიღებას და ჰქონდა მათ შორის შესაძლებლობა, რომ მოკლე გასაუბრება ჰქონოდა როგორც პრეზიდენტთან, ასევე უფრო დეტალური გასაუბრება სახელმწიფო მდივანთან. ჩვენ ასეთი ურთიერთობების დროს ყოველთვის ვადასტურებთ კიდევ ერთხელ ჩვენს მზადყოფნას, რომ ახალი ათვლის წერტილით დაიწყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. დანარჩენი დამოკიდებულია მათზე, ვინც უპასუხებს ამ ჩვენს მზადყოფნას. ასე რომ, ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში. სამწუხაროდ, ძალიან დააზიანა წინა ადმინისტრაციამ ეს ურთიერთობები და მნიშვნელოვანია, რომ ეს ზიანი აღმოიფხვრას და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მიღება 22 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

✕